saWmeli sokoebi - silio

Домен: Эукариоты
Царство: Грибы
Отдел: Базидиомицеты
Класс: Агарикомицеты
Порядок: Агариковые
Семейство: Псатирелловые
Род: Coprinopsis
Вид: Навозник серый
Международное научное название: Coprinopsis atramentaria

 

სილიო - (ინგ. Coprinopsis atramentaria) (რუს. Навозник серый)

სინონიმი: უცნობია.

კოპრინუსისებრთა (Coprinus) ოჯახის სოკო.

აღწერა

ქუდი ნაცრისფერი ან მონაცრისფრო-ყავისფერი, ცენტრში შედარებით მუქი, 5-10სმ. დიამეტრში, ახალგაზრდა სოკოს კვერცხისმაგვარი ფორმა აქვს, შემდეგ ფართე ზარისებური, ბზარებიანი კიდეებით. ქუდის ზედაპირი დაფარულია პატარა, მუქი ქერცლით.

რბილობი ძალიან თხელი, ღიაფერის, სწრაფად მუქდება. გემო მოტკბო, დამახასიათებელი სუნი არ გააჩნია. ფირფიტები თავისუფალი, ფართე, ხშირი. ახალგაზრდა სოკოებს თეთრი ფერის, შემდეგ ხდება მუქი მურისფერი, ბებერ სოკოებს შავი ფერის. ფეხი ცენტრალური, თეთრი, ძირში ოდნავ მურა, გლუვი, ფუყე, 10-20სმ. დიამეტრში, ხშირად ძლიერ გაღუნული. საფარის ნარჩენები: რგოლი თეთრი, მალე ქრებადა რჩება ერთგვარი ნაჭდევ. სპორების ფხვნილი შავი, სპორები 9×6 მკმ, ელიფსისებური, ფორებით. მომწიფებასთან ერთად ქუდი და ფირფიტები ლღვება და შავ სითხედ გადაიქცევა (ავტოლიზი).

ეკოლოგია და გავრცელება

სოკო იზრდება სასუქიან (ნაკელი), ნეშომპალით მდიდარ ნიადაგზე, მინდვრებში, ბაღებში, ნაგავსაყრელებზე, საჯინიბოებთან ახლოს, ნაკელის და კომპოსტების გროვაში, ტყეში წაქცეულ ხეებთან, ფოთლოვანი ჯიშების კუნძებთან. გვხვდება ხშირად, დიდ ჯგუფებად.

კოსმოპოლიტურია

სეზონი ჩრდილოეთის ზომიერ კლიმატში მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით.

საკვები ღირებულებები

პირობითად-საჭმელი სოკო. საკვებად ვარგისია მხოლოდ ახალგაზრდა ასაკის, ფირფიტების გამუქებამდე, მერე ადუღების შემდეგ. გამოიყენება მოხარშული, შემწვარი და დაწნილებული სახით, როგორც თეთრი სილიო. ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად მისი გამოყენება იწვევს მოწამვლას.

არასასურსათო გამოყენება

სილიო ნაცრისფერი და სილიო თეთრი გამოიყენებოდა მელნის დასამზადებლად. საამისოდ მოწიფულ სოკოებს აწყობდნენ ჭურჭელში და ავტოლიზის პროცესის დასრულების შემდეგ სითხეს ფილტრავდნენ, ამატებდნენ წებოს და არომატიზატორს (მიხაკის ზეთს). ასეთ მელანს იყენებდნენ დანამატის სახით ჩვეულებრივთან, როგორც საშუალებას სახელმწიფო მნიშვნელობის საბუთების და მსხვილი ფულადი ვექსილების დასაცავად. დაცვა დაფუძნებულია იმაზე, რომ გაშრობის მერე სოკოს სპორები წარმოქმნიან უნიკალურ ნახატს, რომელსაც მერე მიკროსკოპში ნახულობდნენ და ხელით აფიქსირებდნენ.

საინტერესო ფაქტები

სილიო ნაცრისფერს აქვს თვისება, რომ მოწამვლა გამოიწვიოს იმ პირებში, რომლებიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არიან, უვნებლები რჩებიან არამსმელი ადამიანები. ამან მისცა საფუძველი, რომ იგი შეეთავაზებინათ როგორც ანტიალკოჰოლური საშუალება.

სამეცნიერო სინონიმები:

• Agaricus atramentarius BULL. 1784 basionym
• Coprinus atramentarius (BULL.) FR. 1838

რუსული სინონიმები:

• სილიო მელნის
• მელნის სოკო ნაცრისფერი